გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დაჩი ლორთქიფანიძე – მერვე ქართველი სერია A-ში

გააზიარეთ

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ბოლო მატჩი გუშინ გვიან ღამით გაიმართა და „ქართული დერბიც“ ვიხილეთ. კრემონეზესა და უდინეზეს (1:1) შემადგენლობებში ორმა ქართველმა ითამაშა: მასპინძელთა შორის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა დაჩი ლორთქიფანიძემ, ხოლო უდინეზეში ეროვნული გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ.

ლორთქიფანიძე გახდა მერვე ქართველი ფეხბურთელი, ვინაც სერია A-ში ითამაშა. მანამდე იტალიის ჩემპიონატში ბურთი კახა კალაძეს (მილანი, ჯენოა), ლევან მჭედლიძეს (პალერმო, ემპოლი), ხვიჩა კვარაცხელიას (ნაპოლი), ლუკა ლოჩოშვილს (კრემონეზე), საბა საზონოვს (ტორინო), გიორგი კვერნაძესა (ფროზინონე) და ზემოთ ნახსენებ გოგლიჩიძეს გაუგორებიათ.

იტალიური მედია 20 წლის ლორთქიფანიძის დებიუტს გამოეხმაურა და მისი ნახევარი საათი, რომელიც მოედანზე გაატარა, საკმაოდ ნორმალურად შეფასდა.

რაც შეეხება გოგლიჩიძეს, 90 წუთი ითამაშა, მაგრამ მისი თამაშის გამოეხმაურება დადებითი არ ყოფილა. მედია აღნიშნავს, რომ გოგლიჩიძეს თამაში გაუჭირდა და მოწინააღმდეგები ყოველთვის მის ზონაში პოულობდნენ თავისუფალ სივრცეს. ჩვემებურმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

კრემონეზე შვიდი ტურის შემდეგ 10 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 25 ოქტომბერს, ატალანტას უმასპინძლებს; უდინეზე ცხრა ქულით კრემონეზეს ქვემოთ არის და იმავე დღეს ლეჩეს შინ ეთამაშება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები