
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის ოთხი მატჩი გაიმართა და ცხრილის სათავეში ვითარება უფრო დაიძაბა.
ტორპედო-დილა 2:1
1:0 არაბიძე (57პ), 1:1 მენთეშაშვილი (83), 2:1 სიმიჩი (90)
ტორპედომ დაძაბულ თამაშში მოუგო დილას. ქუთაისელები 43-ე წუთიდან რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ, რადგან დილას ნახევარმცველი ბლანკსონ ანოფი მეორე გაფრთხილების გამო გააძევეს.
57- ე წუთზე ფელიპე პირესის მოპოვებული პენალტი გოლად გიორგი არაბიძემ აქცია; დილამ 83-ე წუთზე გაათანაბრა: ჟან-მარკ ტიბუეს გამჭოლ პასს საჯარიმოში ლაშა მენთეშაშვილის დაუხვდა; თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე არაბიძემ სეზონში მეექვსე საგოლე პასი გააკეთა და მატეო შიმიჩმა ტორპედოს მოაგებინა.
დილას მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ლევან კორღალიძეს, ვისაც ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 30 მატჩი არ წაეგო.
დინამო (თბ)-იბერია 2:0
1:0 დონკორი (33); 2:0 იორო (45)
დინამომ დედაქალაქურ დერბიში იბერიას მოუგო და უკვე მეორე ადგილზე არიან: თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა.
და მაინც, იბერია ისევ ლიდერია, მაგრამ უახლოეს მდევარს მხოლოდ სამი ქულითღა უსწრებს.
გოლები პირველი ტაიმის ბოლო 12-წუთიან მონაკვეთში გავიდა: ჯერ ნანა-კოფი დონკორმა ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში; მერე როდრიგო რამუშმა კუთხური ჩააწოდა და კოტდივუარელმა აბდულაი იორომ ყველას დაასწრო.
ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას. ხვიჩას ძმა 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე. სხვათა შორის, ხვიჩასაც 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი: ისიც დინამოს მაისურით, ისიც 18 ნომრით. 2017 წლის 29 სექტემბერს ფოთის კოლხეთთან (1:1).
გაგრა-რუსთავი 1:1
1:0 სილვა (49); 1:1 ჩიქოვანი (72)
გაგრამ სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და რუსთავთან ქულა აიღო. არადა, პირველი ტაიმის შუაში რუსთავმა პენალტი ვერ გამოიყენა – ვაჟა ფაცაციას დარტყმული ბურთი მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია.
შესვენების მერე კი, გაგრამ მალევე გაიტანა – ვანდერსონ სილვამ კუთხური ჩააწოდა, ბურთი არავის შეხებია, ისე ჩაეხვია კარში.
რუსთაველთაგან გამათანაბრებელი გოლი კი ნიკოლოზ ჩიქოვანმა მიითვალა. 21 წლის მცველმა შორიდან ძლიერი დარტყმით ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა – 1:1.
დინამო (ბთ)-მეშახტე 2:1
0:1 სიხარულიძე (35); 1:1 წულუკიძე (49); 2:1 ხოზრევანიძე (83)
ბათუმელები აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში შემოატრიალეს და სამი ქულა აიღეს.
ანგარიში ტყიბულელებმა პირველ ტაიმში გახსნეს. მეშახტემ კარგი შეტევა გაშალა, ბექა შუბითიძე მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და მის პასს ირაკლი სიხარულიძის გოლი მოჰყვა. ჩვენს ჩემპიონატში სიხარულიძეს უკვე 133 გოლი მოუგროვდა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მასპინძლებმა გაათანაბრეს: ლევან შოვნაძის მოგერიებულ ბურთს ლუკა წულუკიძემ კარში მიუჩინა ადგილი; ბათუმელებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს: თორნიკე კირკიტაძემ მარჯვნიდან ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ფორვარდმა ლევან ხოზრევანიძემ თავურით ძლიერად დაარტყა.
17 მაისს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება – წყალტუბოს სამგურალი სპაერს უმასპინძლებს.
სატურნირო ცხრილი:
1.იბერია 13 7 3 3 19-11 24
2.დინამო (თბ) 13 5 6 2 17-13 21
3.ტორპედო 13 5 5 3 21-11 20
4.რუსთავი 13 5 5 3 16-12 20
5.დილა 13 6 1 6 11-10 19
6.დინამო (ბთ) 13 4 5 4 17-20 17
7.სპაერი 12 4 3 5 17-15 15
8.სამგურალი 12 4 2 6 14-21 14
9.გაგრა 13 2 5 6 11-20 11
10.მეშახტე 13 1 7 5 8-18 10
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 14 საათის agoირის ანტმანი მომავალში გამართლების იმედად არის
გააზიარეთსაქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიანი შეხვედრა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 15 საათის agoქარი ქაფის ჩემპიონმა შავი ლომი პირწმინდად დაჯაბნა
გააზიარეთქარი ქაფის მოქმედმა ჩემპიონმა, სუზუკი გრიქასმა, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე მატჩში, შავი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoშენგელიამ შერმადინის გარეშე მოთამაშე ტენერიფეს აჯობა
გააზიარეთACB ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ საკუთარ მოედანზე გიორგი შერმადინის ტენერიფე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი