
სუპერლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს თსუ და ბათუმი შეხვდნენ. ეს გუნდები 1-2 ადგილზე არიან და გამარჯვებულს რეგულარული ჩემპიონატის მოგების დიდი შანსი ეძლეოდა.
მატჩი ძალიან დაძაბული, საინტერესო და თვალსასეირო გამოვიდა. თავიდან თანაბარი თამაში მიდიოდა, შემდეგ თსუ-მ მოუმატა, მაგრამ ბოლო პერიოდის წინ ისევ თანაბრობა იყო. მერე ბათუმელები რვა ქულითაც გავიდნენ წინ, მაგრამ თსუ-მ უპასუხა და თამაში თანაბარი სცენარით გაგრძელდა.
ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. ბათუმის ტაქტიკურმა ჯარიმებმა შედეგი გამოიღო და ბოლო წამებზე ორი ქულით ჩამორჩენილ აჭარულ გუნდს შეტევა გაუცუდდა და მატჩის ბედიც გადაწყდა. თსუ-მ 92:90 გაიმარჯვა და ფაქტობრივად გაინაღდა პირველობა.
თსუ-ს და მის მდევარ სამივე გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში 3-3 მატჩის ჩატარება დარჩათ. ამ სამიდან თსუ-მ ერთიც რომ მოიგოს, პირველობა გარანტირებული აქვს.
ბათუმელთა მსგავსად მდევარია მარგვეთი, რომელმაც დრამატულ მატჩში ტყიბულში ორბი 86:85 დაამარცხა. თამაშის დასრულებამდე წამზე ნაკლები დრო რომ რჩებოდა, მსაჯებმა ორბის ლეგიონერი, ლარი ოსტინი დააჯარიმეს. ორიდან ერთი საჯარიმო დალტონ ბენქსმა ჩააგდო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ქუთაისმა კავკასია დაამარცხა – 99:82. ქუთაისელებმა წინა ტურში ბათუმთან მარცხით მეორე ადგილი დაკარგეს და რეგულარული სეზონის მიწურულს მოწინავე პოზიციების დაბრუნება სურთ. მიზეზი ნათელია: მოედნის უპირატესობა ფლეი ოფში.
კავკასიამ პირველ ტაიმში იბრძოლა და დიდი შესვენებისთვის ქუთაისი ორ ქულას იგებდა. გარდატეხა მესამე პერიოდში მოხდა, რომელიც იმერლებმა 33:20 მოიგო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
თელავმა რუსთავში მოიგო. მატჩი დაძაბული, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე გამოვიდა. უმეტესად თელაველები ლიდერობდნენ, რუსთავი კი მდევრის როლში იყო და პირველ ნახევარში რვაქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, ხოლო მეორეში 16-ქულიანი დეფიციტის შემდეგ მეტოქეს ქულით მიუახლოვდა. ბოლო წუთზე ორივე გუნდმა ტაქტიკურ ჯარიმებსა და წუთშესვენებებს მიმართა, რის გამოც თამაში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ თელაველთა გამარჯვებით – 78:74 დასრულდა.
ოფიციალურად გაირკვა, რომ გუნდი, რომელიც ცხრა წლის წინ გადავიდა სუპერლიგაში, ა ლიგას დაუბრუნდა. დელტამ გორში, ივერიონთან 67:92 წააგო და სუპერლიგიდან ოფიციალურად გავარდა…
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 4 დღის agoშედეგიანი მამუკელაშვილი და ბითაძის მორიგი ორმაგი
გააზიარეთNBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 4 დღის agoწიტაიშვილის გოლი, მეცის მარცხი
გააზიარეთსაფრანგეთის ლიგა 1-ში სამი ქართველის მეცი მარსელს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა, რამაც გუნდის მდგომარეობა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
წყალბურთი
/ 5 დღის agoრევანში თურქეთთან და ბრძოლა სუპერფინალისთვის
გააზიარეთსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთს 19:12 მოუგო და სუპერფინალში გასასვლელად...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი