გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დილას ცუდი საღამო აპოლონთან

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის დილამ საკუთარ მოედანზე ლიმასოლის აპოლონთან 0:4 წააგო და, ფაქტობრივად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

კვიპროსელები ფავორიტად კი მოიაზრებოდნენ, მაგრამ ასეთი სხვაობით მარცხიც დილას სუსტ თამაშზე უფრო მეტყველებს.

ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა: კუნძულელები ბრენდონ თომასის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო 28-ე წუთზე გაეტან ვეისბეკის გოლით სხვაობა უკვე სოლიდური გახდა. ტაიმის ბოლოს დილას საქმე კიდევ უფრო დამძიმდა – ნანა კოფი ნდოკორმა უხეშად ითამაშა და მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თომა კიკაბიძის ავტოგოლით სტუმრები კიდევ უფრო დაწინაურდნენ, ხოლო მატჩის მიწურულს ალენ ოზბოლტმა ანგარიშს საბოლოო სახე მისცა.

საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ გაიმართება, თუმცა დილას კვიპროსზე ჩასვლა უფრო ტურისტულად მოუწევს.

დილა-აპოლონი 0:4

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

0:1 ტომასი (14), 0:2 ვეისბეკი (28), 0:3 კიკაბიძე (51სკ), 0:4 ოზბოლიტი (88)

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები