
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის სამი მატჩი გაიმართა და ლიდერთა სამეულში მცირე გადანაცვლებაა.
იბერია-გაგრა 1:0
1:0 ბართიშვილი (56)
მოქმედმა ჩემპიონმა გაგრას აჯობა და ისევ ოთხქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ერთადერთი გოლი 17 წლის ანდრია ბართიშვილმა გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ეროვნულ ლიგაში და თან ლამაზიც გამოვიდა. ბართიშვილმა მშვენიერი ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა ზუსტი დარტყმით.
მომენტები კიდევ იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა….
მეშახტე-ტორპედო 1:4
1:0 ჩიხრაძე (50); 1:1; 1:2; 1:3 ანდრიჩი (53; 63; 68); 1:4 არაბიძე (78)
უხვგოლიან მატჩში 50-ე წუთამდე ტაბლოზე ნულები ენთო, მერე კი ერთბაშად ხუთი ვნახეთ. თანაც ჯერ მეშახტემ გაიტანა, კერძოდ, ლადო ჩიხრაძემ ძლიერი დარტყმით.
ამის მერე კი ტორპედოს სერბმა ფორვარდმა კომნენ ანდრიჩმა 15-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი გაახერხა: ჯერ საჯარიმოში არეულობისას დიეგო დეისაძემ ძელს მოარტყა ბურთი და დამატებაზე ანდრიჩი კარგად გაერკვა სიტუაციაში; შემდეგ დეისაძის პასი თავით და ანდრიჩის ასევე თავით გატანილი; ბოლოს გიორგი არაბიძემ იაქტიურა და სერბმა ზუსტი დარტყმით დაასრულა; არაბიძემ, რომელიც მე-100 მატჩს ატარებდა ტორპედოს მაისურით, თავადაც გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა.
ქუთაისელები უკვე მეორე ადგილზე არიან და დინამო ჩააჩოჩეს. დირკ შუსტერის გაწვრთნილი გუნდი 10 ტურია არ დამარცხებულა. მეშახტემ კი ზედიზედ მეხუთედ წააგო და ბოლო საფეხურზეა.
დილა-დინამო (თბ) 0:0
დაძაბული მატჩი გორში. 25-ე წუთზე ყველა ანერვიულდა: დილას კაპიტანმა და დაცვის ლიდერმა რომარიკ ეტოუმ შეჯახებისას გონება დაკარგა. ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს. თამაში დიდხანს გაჩერებული იყო, შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანამ ეტოუ საავადმყოფოში წაიყვანა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ერთ-ერთი საუკეთესო იყო დილას მეკარე დავით კერესელიძე. მან ურთულესი ბურთები აიღო – საბა ხარებაშვილსა (საბას მატჩის დღეს ბოლო ზარი ჰქონდა) და ბარნს ოსეის არ გაატანინა. კიდევ, გამოსარჩევია დილას შემტევის შოთა შეყილაძის ბრწყინვალე ქუსლური პასი, რითაც ალიუნე ტალი გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარს ააცილა.
რაც დინამოში თემურ ქეცბაია მივიდა, ოთხი მოგება და ორი ფრე დაუგროვდა და მესამე ადგილზეა; დილა კი მეხუთეა და მათ შორის ორი ქულაა…
ტურის კიდევ ორი მატჩი 21 მაისს გაიმართება.
სატურნირო ცხრილი:
1.იბერია 14 8 3 3 20-11 27
2.ტორპედო 14 6 5 3 25-12 23
3.დინამო (თბ) 14 5 7 2 17-13 22
4.რუსთავი 13 5 5 3 16-12 20
5.დილა 14 6 2 6 11-10 20
6.დინამო (ბთ) 13 4 5 4 17-20 17
7.სპაერი 13 4 4 5 17-15 16
8.სამგურალი 13 4 3 6 14-21 15
9.გაგრა 14 2 5 7 11-21 11
10.მეშახტე 14 1 7 6 9-22 10
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 20 საათის agoმამუ და გოგა ახალი სეზონისთვის ემზადებიან
გააზიარეთNBA-ში მორიგი სეზონის წინ გუნდები გამალებით ემზადებიან. უცხო არავისთვის არის, რომ მსოფლიოს ყველაზე მაგარ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 1 დღის agoვილიარეალმა მოგება გაიხსენა, მიქაუტაძემ – გოლი
გააზიარეთჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დაიწყო და ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართა. გოლი ყველა მატჩში გავიდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoავთანდილ ასათიანი: ოცნებისკენ გზას ვიწყებთ
გააზიარეთ14 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი