გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დინამომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფისკენ გაიწია

გააზიარეთ

თბილისის დინამომ UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა – ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მინკის დინამო 2:0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრის წინ სოლიდური ჰანდიკაპი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩს დინამო არენა მასპინძლობს, რადგან ბელარუსებს საკუთარ ქვეყანაში მატჩების გამართვის უფლებას UEFA არ აძლევს.

პირველ შეხედრაში მასპინძლები ბელარუსები იყვნენ და „სტუმრებმა“ მოიგეს. მატჩის მთავარი გმირი ჰალიდ დოლტმურზიევი გახდა, ვინაც ჯერ მე-12 წუთზე გაიტანა, ხოლო ხუთ წუთში გიორგი გვასალიას გაატანია. აღსანიშნავია ისიც, რომ დოლტმურზიევს ხუთ მატჩში ხუთი გოლი მოუგროვდა.

შეგახსენებთ, ჩვენმა დინამომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინის ზრინსკი მოსტარი (სტუმრად – 1:1, შინ – 3:0) გამოთიშა, მეორე რაუნდში კი, კვიპროსული აეკ-ი (სტუმრად – 4:3, შინ – 2:0).

„საპასუხო“ მატჩი 10 დეკემბერს ისევ დინამო არენაზე გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები