გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დინამოს მეტოქე დინამო იქნება

გააზიარეთ

თბილისის დინამო უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

დინამოელებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-2 რაუნდში კი კვიპროსული აეკ-ი დაჯაბნეს. პირველი მატჩი ნორჩ ქართველებს სტუმრად 4:3 ჰქონდათ მოგებული, დღეს კი, შინ 2:0 აჯობეს. გოლები რეზი დანელიამა და ჰალიდ დოლტმურზიევმა გაიტანეს.

დინამოელებმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინის ზრინსკის აჯობეს: სტუმრად 1:1, შინ – 3:0.

დინამო გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელმაც დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. იქ კი დინამოების დერბი იქნება – ქართული კლუბი ბელარუსულს შეხვდება. მინსკის დინამომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარული ლუდოგორეცი გამოთიშა. არადა, პირველი მატჩი ბულგარელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს, დღეს 0:1 კი ჩამორჩნენ, მაგრამ ბელარუსებმა მატჩის ბოლოს კიდევ ერთი გაიტანეს და ჩვენთან თამაშის უფლება მოიპოვეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ევროტურნირები