გამოგვიწერეთ

ქართული ფეხბურთი

დინამო ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე რჩება

გააზიარეთ

უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპი პირველად 2025 წელს დავძლიეთ და ეს თბილისის დინამოს 19 წლამდე გუნდმა გააკეთა.

დავით გელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შინ ჟრინსკის უმასპინძლა და 3:0 მოუგო. პირველი მატჩი კი, 1:1 იყო დამთავრებული.

ანგარიში პირველ ტაიმში ჰალიდ დოლტმურზიევმა გახსნა; შესვენების შემდეგ ჯერ თემურ ოდიკაძემ გაიტანა სანდრო მიქაუტაძის პასით, შემდეგ კი დოლტმურზიევმა დუბლი შეასრულა. ასისტენტობა რეზი დანელიამ გაუწია.

შედეგად, დინამო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქედ კვიპროსული ლარნაკა ეყოლება. ამ წყვილში გამარჯვებულს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუდოგორეცი ელოდება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ქართული ფეხბურთი