კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური ორი მატჩით დასრულდა. ორივე სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.
რუსთავი-დინამო (თბ) 2:3
0:1 იორო (1), 1:1 ნაკანო (24), 1:2 მონტეირუ (38), 2:2 კენიო (40), 2:3 ვაწაძე (55)
თემურ ქეცბაიას მისვლის შემდეგ თბილისის დინამომ ოთხ მატჩში 10 ქულა აიღო. დინამოელებმა ამჯერად რუსთავს სძლიეს, რომელსაც შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
თბილისელები 44-ე წამზე დაწინაურდნენ: ნიკა ნინუას კუთხური, საჯარიმოში არეულობა და აბდულაი იორომ ახლოდან გაიტანა; რუსთაველებმა ტაიმის შუაში გაათანაბრეს – მამუკა კაპანაძის ჩაწოდებულს იაპონელი იუტა ნაკანოს თავური მოჰყვა; 38-ე წუთზე ნინუამ უკვე რუი მონტეირუს გაატანინა და დინამო ისევ დაწინაურდა; თუმცა მალევე, ბრაზილიელმა ჯექსონ კენიომ საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით გაათანაბრა.
მეორე ტაიმში კი, ერთი გოლი ვნახეთ, მათე ვაწაძე მშვენიერ ფორმაშია და ამჯერად მაკრატელა გაიტანა – 2:3.
სპაერი-გაგრა 3:0
1:0 ბუნტური (44); 2:0 ცეცხლაძე (72), 3:0 სამხარაძე (90პ)
სპაერმა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და გაგრას დიდი ანგარიშით სძლია. თავის მხრივ, გაგრამ ზედიზედ მესამედ წააგო.
პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა: გოჩა ცირდავას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მცველმა გიორგი ბუნტურმა შეაგება თავური.
73-ე წუთზე სპაერმა ორამდე გაზარდა სხვაობა: საბა გეგიაძის პასს გიორგი ცეცხლაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა; მატჩის ბოლოს კი, საბა გეგიაძე პენალტის მოიპოვა და გიგა სამხარაძემ გამოიყენა – 3:0.
სატურნირო ცხრილი:
1.იბერია 12 7 3 2 19-9 24
2.რუსთავი 12 5 4 3 15-10 19
3.დილა 12 6 1 5 10-8 19
4.დინამო (თბ) 12 4 6 2 15-13 18
5.ტორპედო 12 4 5 3 19-10 17
6.სპაერი 12 4 3 5 17-15 15
7.დინამო (ბთ) 12 3 5 4 15-19 14
8.სამგურალი 12 4 2 6 14-21 14
9.გაგრა 12 2 4 6 10-19 10
10.მეშახტე 12 1 7 4 7-16 10