გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ეგოიანმა ბრედას ეფექტური გოლი გაუტანა

გააზიარეთ

ნიდერლანდების ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ირაკლი ეგოიანმა. ჩვენებურის ექსელსიორმა კი აუტსაიდერ ბრედას 2:0 აჯობა და სატურნირო ცხრილი მნიშვნელოვნად გამოისწორა.

ბრედა მე-12 წუთზე კაცნაკლული დარჩა, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ნახევარი საათის თავზე საქმე უკვე მოთავებული ჰქონდათ. იეგოიანმა მეორე გოლი შეაგდო, ამსთან – ეფექტური. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი „მაკრატელა“ დარტყმით დაასრულა.

ეს ეგოიანის მეოთხე გოლია (ორი პასიც აქვს) მიმდინარე სეზონში, რაც გუნდში მეორე მაჩვენებელია. გოლს+პლუს პასით კი, ნოა ნაუიოკსისთან (6 გოლი) და გიან დე რეგტისთან (2 გოლი, 4 პასი) საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

22 ტურის შემდეგ ექსელსიორს 26 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, შინ, ალკმაართან ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფის ზონას მიუახლოვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები