გამოგვიწერეთ

ქართული ფეხბურთი

ევროტურნირებამდე სუპერთასი გაიმართება

გააზიარეთ

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება.

სუპერთასისთვის ბრძოლაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი ჩაერთვება: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999; ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის დილა; ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები – ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი.

ნახევარფინალურ ეტაპზე იბერია დინამოს მიხეილ მესხზე 19:00 საათზე უმასპინძლებს; დილა კი, ტორპედოს გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე, 21:00 საათზე დაუხვდება.

გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ. სუპერთასის ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის 1 ივლისს გაიმართება.

27 ივნისი: იბერია-დინამო (თბ); დილა-ტორპედო;

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ქართული ფეხბურთი