გამოგვიწერეთ

ძიუდო

ეთერ ლიპარტელიანი ორი ჯილდოსთვის იბრძვის

გააზიარეთ

8 თებერვალს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2025 წლის საუკეთესოებს გამოავლენს. საუკეთესოები რვა ნომინაციაში გამოვლინდება. აქედან სამის მოგების შანსი ქართველებსაც გვაქვს.

57 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ლიპარტელიანი ორ ნომინაციაშია წარდგენილი – წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი და წლის მომენტი. წლის საუკეთესოობა გასაკვირიც არ არის, რადგან ეთო 2025 წელს მსოფლიოს ჩემპიონი როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურად გახდა. მეორე ნომინაცია პირველიდან გამომდინარეობს – პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი ქალი საქართველოდან.

მწვრთნელთა წლის მიღწევაზე საქართველოს ძიუდოისტთა შერეული გუნდის სამწვრთნელო შტაბია წარდგენილი – იმ გუნდის, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმეს.

ხმის მიცემა 2026 წლის 15 იანვარს იანვარს დასრულდება, ხოლო გამარჯვებულები  პარიზის გრანდ სლემზე, პირდაპირ ეთერში გამოცხადდებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო