გამოგვიწერეთ

სხვა...

ეთო ლიპარტელიანი: იმედია ახალი წელი უკეთესი იქნება

გააზიარეთ

საქართველოს სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ ქალად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელა. ეს გასაკვირიც არ იყო, რადგან ეთო გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურადაც გახდა.

დაჯილდოვების შემდეგ ლიპარტელიანმა კომენტარი გააკეთა:

„საქართველოს წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელება დიდი პატივია, რამდენიმე დღის წინ იგივე ჯილდო ოლიმპიურმა კომიტეტმაც გადმომცა. ეს აღიარებები ჩემთვის დიდი მოტივაციაა. შევეცდები, მომავალში შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესო – იმედია, ახალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

ძალიან სასიხარულოა, რომ 2025 წელს საქართველოს ნაკრები ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მადლობა მთელ გუნდს ამისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონობა და შევეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია“, – თქვა ლიპარტელიანმა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სხვა...