გამოგვიწერეთ

ნაკრები

ერთა თასს თბილისში და უმაყურებლოდ დავიწყებთ

გააზიარეთ

2026-27 წლების ერთა ლიგის სეზონის წილისყრა რომ გაიმართა, უკვე იცით. ცნობილია კალენდარიც – ვის, როდის და სად ვეთამაშებით.

პირველი მატჩი 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან გვაქვს და თბილისში ვუმასპინძლებთ, მაგრამ მაყურებლების გარეშე. შეგახსენებთ, სომხეთთან B დივიზიონის ფლეი აუტის მატჩის შემდეგ მოედანზე გულშემატკივრები გადახტნენ, რის გამოც UEFA-მ ერთი მატჩით დაგვსაჯა.

28 სექტემბერს ასევე შინ უკვე უკრაინას ვუმასპინძლებთ; შემდეგ იქნება ორი გასვლითი ჯახი – 2 ოქტომბერს უნგრეთთან და 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან; ჯგუფფის მეხუთე ტურში, 14 ნოემბერს, შინ უნგრეთს დავუხვდებით, ხოლო ერთა თასს 17 ნოემბერს, უკრაინასთან გასვლით დავხურავთ.

შეგახსენებთ, ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან ფლეი ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი, C ლიგის მეორეადგილოსნებთან ფლეი აუტში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები