გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ერთა ლიგა: ახალი ფორმატი ახალი ფორმატისთვის

გააზიარეთ

UEFA-ს ერთა ლიგის ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრები საქმეში მეორე დღეს ჩაერთვება და ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ ტურნირის რეფორმა გადაწყვიტა, ახალი ფორმატი ცნობილია, რამაც წლევანდელი გათამაშებაც ნაწილობრივ შეცვალა. ეს ცვლილება აღმასვლა/გავარდნის სისტემას შეეხება, რათა 2028-29 წლების სეზონში განსხვავებული ფორმატის ერთა ლიგა მივიღოთ.

მომავალი გათამაშებიდან იქნება ოთხის ნაცვლად სამი დივიზიონი: A, B და C; გაიზრდება დივიზიონში გუნდების რაოდენობა; ყველა დივიზიონში იქნება 3-3 ექვს გუნდიანი ჯგუფი.

აქედან გამომდინარე, 2026-27 წლების გათამაშებაში დაქვეითება გართულდა და ჩვენი ნაკრების C დივიზიონში გავარდნას ნაკლები საფრთხე ემუქრება. აღზევებაც შესაძლებელი გახდა.

შემდეგი გათამაშებისთვის გუნდების ლიგებს შორის დაწინაურება და დაქვეითება ასეთი წესით დადგინდა:

B დივიზიონის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული დაწინაურდება A დივიზიონში;

A დივიზიონის მეოთხე ადგილოსნებიდან ორი ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდი დაქვეითდება B დივიზიონში; ასევე A დივიზიონში ჯგუფებში მესამე ადგილებზე გასული ორი ყველაზე დაბალი რეიტინგის და ამავე ლიგაში მეოთხე ადგილებზე გასული ორი ყველაზე მაღალი რეიტინგის გუნდები ელიტაში დასარჩენად B დივიზიონის ოთხივე მეორეადგილოსნის წინააღმდეგ ითამაშებენ;

A/B დივიზიონის ფლეი ოფის ოთხი გამარჯვებული ითამაშებს A დივიზიონში, ხოლო ფლეი ოფში დამარცხებული ოთხი გუნდი ითამაშებს B დივიზიონში;

C დივიზიონის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული დაწინაურდება B დივიზიონში;

B დივიზიონის ოთხივე მეოთხეადგილოსანი, C დივიზიონის ოთხივე მეორეადგილოსანს დასარჩენად დაუპირისპირდება;

B/C დივიზიონის ფლეი ოფის ოთხი გამარჯვებული ითამაშებს B დივიზიონში, ხოლო ფლეი ოფში დამარცხებული ოთხი გუნდი ითამაშებს C დივიზიონში;

D დივიზიონი აღარ იარსებებს და ყველა გუნდი ავტომატურად დაწინაურდება C დივიზიონში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში თამაშობს. ჯგუფის მოგებით, ნაკრები პირველად დაწინაურდება A-ში; მეორე ადგილის შემთხვევაში ითამაშებს ფლეი ოფს და A-ში დაწინაურების მეორე გზა ექნება; მესამე ადგილის შემთხვევაში დარჩება B დივიზიონში; მეოთხე ადგილზე გასვლის შემთხვევაში არ გავარდება, მაგრამ მოუწევს ფლეი აუტი C დივიზიონის გუნდთან.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები