გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ერთნაირი შედეგი, ერთნაირი ქულები

გააზიარეთ

NBA-ში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა, ორივემ წააგო და ორივე იდენტური მაჩვენებლით ცრილში გვერდი-გვერდ არიან. იდენტური მაჩვენებელი ჰქონდათ ქულების მხრივ ორივე ქართველსაც.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ საკუთარ არენაზე ჰიუსტონ როკეტსს უმასპინძლა და 121:139 დამარცხდა.

ტრავმირებული ჯეიკობ პოილტლის არყოფნაში სანდრო მამუკელაშვილს სასტარტო ხუთეულში ველოდით, მაგრამ მწვრთნელმა კოლინ მიურეი-ბოილსი დააყენა. შესაბამისად, მამუც საქმეში სათადადრიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 16:19 წუთი გაატარა. მამუკელაშვილმა 10 ქულა ისე მოაგროვა, რომ ოთხიდან სამი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის აქტივში ერთი მოხსნა და პრი პასიც იყო. დაახლოებით იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიურეი-ბოილსსაც – 13 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი. თუმცა, მოედანზე ქართველზე ცხრა წუთით მეტი გაატარა.

ტორონტო მომდევნო მატჩს კლივლენდ კავალიერსთან გამართავს.

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა კი, დეტროიტ პისტონსთან სტუმრად წააგო – 116:135. გოგამ 26:31 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოინაგრა. ქართველმა ცენტრმა ხუთიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო სროლები არ შეუსრულებია.

ორლანდო მომდევნო მატჩს შარლოტთან სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი