გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ეროვნული ლიგის მეორე ტური უგოლოდ დასრულდა

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტური დასრულდა. ტყიბულის მეშახტისა და წყალტუბოს სამგურალის მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ტყიბულის მეშახტემ ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა ეროვნულ ლიგაში და პირველი ქულაც მოიპოვა; სამგურალს კი, ორ ტურში ოთხი ქულა აქვს და გოლი ჯერ არ გაუშვია.

შეგახსენებთ, მეორე ტურის სხვა მატჩების შედეგებს: იბერია-დილა 1:0; რუსთავი-ტორპედო 1:0; სპაერი-დინამო (თბ) 1:2; დინამო (ბთ)-გაგრა 1:1;

ჯერ ორი არასრული ტურია გასული. პირველი ტურის სამი თამაში თოვლის გამო გადაიდო. შედეგად რამე კონკრეტულის თქმა, თუნდაც სატურნირო ცხრილზე ნაადრევია.

მესამე ტური 11 და 12 მარტს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი