
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტურის სამი მატჩი გაიმართა სატრურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა. შეიცვალა ლიდერიც…
იბერია-რუსთავი 1:2
1:0 ძაგანია (42); 1:1 ოსეი (60); 1:2 ფაცაცია (90)
რუსთაველებმა მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს მოუგეს, ცხრილშიც გადაასწრეს და მეორე წრეს ლიდერის რანგში ამთავრებენ.
პირველი ტაიმი იბერიელებმა მოიგეს: გიორგი ჯინჯოლავამ დაბალი პასი გააკეთა, მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა ცუდად მოიგერია და ამირან ძაგანიას დამატებაზე გატანა აღარ გასჭირვებია.
აი, მეორე ტაიმში კი სურათი შეიცვალა. რუსთავმა ორი გოლი გაიტანა და ორივე ერთმანეთზე ლამაზი.
ჯერ პრინს ოსეიმ მარცხნიდან დაიწყო შეტევა და ინდივიდუალურ გარღვევას შორიდან ცხრიანში დარტყმაც მიაყოლა; ბოლო წუთზე პატარა საფეხბურთო წარმოდგენა ვნახეთ: ვაჟა ფაცაციამ 60 მეტრიდან გაიტანა. ბურთი იშვიათი სიზუსტით წავიდა კარში და მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა ვერ მოიგერია.
ანდრი დემჩენკოს დებიუტი, იბერიელთა მთავარი მწვრთნელის რანგში, მარცხიანი გამოდგა.
ტორპედო-დინამო (ბთ) 2:3
0:1, 0:2 მანდრიჩენკო (22, 26); 1:2 ბუკია (42); 1:3 მარა (53); 2:3 არაბიძე (90)
ტორპედომ ზედიზედ მესამედ წააგო, ხოლო ბათუმელები ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადავიდნენ. ჯერჯერობით ასეა, სანამ დინამო თბილისი ითამაშებს…
პირველი ტაიმის შუაში ბათუმელებმა ორჯერ გაიტანეს. ორივეჯერ დმიტრი მანდრიჩენკომ, რომელმაც ჯერ გურამ ჯაფარიძის პასი გამოიყენა, მერე კი უერდი მარას გადაცემა შეირგო.
42-ე წუთზე ტორპედოს მცველმა დავით ბუკიამ თავურით შეამცირა სხვაობა და გამოასწორა შეცდომა, რომელიც მეორე გაშვებული გოლისას დაუშვა.
თუმცა შესვენების მერე მალევე ისევ ორბურთიანი გახდა სხვაობა: კარგი კომბინაცია, მერე ნიკა კალანდარიშვილის პასს მარას დარტყმა მოჰყვა.
მე-60 წუთზე კი ტორპედოელმა გიორგი არაბიძემ 30 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ცხრიანში გავიდა. მშვენიერი გოლი იყო. თუმცა, ტორპედომ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა და 2:3 წააგო.
დილა-სპაერი 3:1
1:0 მენთეშაშვილი (14); 1:1 ცალუღელაშვილი (41); 2:1 მენთეშაშვილი (65); 3:1 ოლატუნჯი (81)
გორელებს ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდათ წაგებული, თუმცა ამჯერად იმარჯვეს.
დილა ლაშა მენთეშაშვილმა ძლიერი დარტყმით დააწინაურა; პირველი ტაიმის ბოლოს კი, თემურ ცალუღელაშვილმა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან გაუტანა მასპინძლებს და ანგარიში გაათანაბრა.
65-ე წუთზე ისევ მენთეშაშვილმა დააწინაურა დილა. საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი… სპაერმა ამჯერად ვეღარ გაათანაბრა. მეტიც, 81-ე წუთზე ნიგერიელმა აბდულმალიკ ოლატუნჯიმ თავურით შეაგდო და 3:1.
დილა მეშვიდე ადგილზეა, ხოლო სპაერი – მერვეზე. მათ შორის ორი ქულაა სხვაობა.
სატურნირო ცხრილი:
1.რუსთავი 18 9 5 4 22-15 32
2.იბერია 18 9 4 5 25-17 31
3.დინამო (ბთ) 18 7 6 5 27-28 27
4.ტორპედო 18 7 5 6 30-19 26
5.დინამო (თბ) 17 6 7 4 24-17 25
6.სამგურალი 17 7 3 7 22-27 24
7.დილა 18 7 2 9 18-19 23
8.სპაერი 18 5 6 7 25-25 21
9.გაგრა 17 5 5 7 17-23 20
10.მეშახტე 17 1 7 9 11-31 10
იხილე მეტი
-
ტრანსფერები
/ 16 საათის agoშობოსლაიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
გააზიარეთდომინიკ შობოსლაიმ ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. უნგრელი ფეხბურთელი მერსესაიდულ კლუბში 2031 წლამდე დარჩება. შობოსლაი...
ავტორი Giorgig -
ნაკრები
/ 20 საათის agoუმცროს ბორჯღალოსნებში ექვსი ცვლილებაა
გააზიარეთ18 ივლისს, უმცროსი ბორჯღალოსნები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით მატჩს ითამაშებენ. ვიტო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 20 საათის agoმსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
გააზიარეთმსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი