გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ესპანეთი ფინალშია და მეტოქეს ელოდება

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ესპანეთის ნაკრებია. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ნახევარფინალში საფრანგეთი 2:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი მაინც ფავორიტად ითვლებოდა, ესპანეთის ნაკრები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. მეტიც, ფრანგებს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ხიფათიც კი არ შეუქმნია. პირინეელთა დაცვა უშეცდომოდ თამაშობდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ასევე გამოსარჩევია ესპანური ნახევარდაცვა, რომელმაც მოედნის ცენტრში მეტოქის სამეული პირწმინდად დაჯაბნა.

ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა: ლუკა დინის უხეშ შეცდომას საჯარიმოში ლამინ იამალის წაქცევა და პენალტი მოჰყვა. 11 მეტრიდან მიკელ ოიარსაბალმა ზუსტად დაარტყა; ესპანელებმა მეორე გოლი 58-ე წუთზე გაიტანეს – პედრო პორომ დანი ოლმოსთან კედელი გაითამაშა და მენიოსთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია.

ესპანეთის ნაკრები ფინალში მეტოქეს ელოდება. ეს ან ინგლისის ნაკრები იქნები იქნება, ანაც – არგენტინა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები