გამოგვიწერეთ

ნაკრები

ესპანეთმა მარტივად მოგვიგო

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან გამართა. ვილი სანიოლის გუნდი

საქართველოს ნაკრებმა ფრანგმა სპეციალისტმა შემადგენლობით ისევ გაგვაოცა: მარჯვენა მცველის არყოფნაში, ამ პოზიციაზე საყრდენი ნახევარმცველის, ვლადიმერ მამუჩაშვილის დაყენება გადაწყვიტა. შემადგენლობაში მოხვდა დებიუტანტი იური ტაბატაძეც, რის გამოც ნახევარდაცვის ცენტრში ზურიკო დავითაშვილი დადგა.

მატჩი ესპანელთა უპირატესობით დაიწყო და საწყის 10 წუთში ორჯერ ითხოვდნენ პენალტს. თუ პირველ შემთხვევაში VAR-მა დაგვინდო, მეორედ უკვე მსაჯმა თავად გადაამოწმა მომენტი ნიშნულისკენ მიუთითა. 11 მეტრიდან მიკელ ოიარსაბალის დარტმული ზუსტი აღმოჩნდა.

22-ე წუთზე ფაბიან რუისმა მოხდენილი პასით ჩვენი დაცვა უსაქმოდ დატოვა და მარტინ ზუბიმენდი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. ესპანელმა შემტევმაც მეორე გაგვიტანა.

35-ე წუთზე ანგარიში უკვე 3:0 იყო. ოიარსაბალი ამჯერად საგოლე პასს დასჯერდა, გოლი კი ფერნან ტორესმა შეაგდო.

პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარს იშვიათად ვსტუმრობდით. ამასთან ისე, რომ ხიფათის შექმნა გვიჭირდა და კარისკენაც მხოლოდ ერთელ დავარტყით.

ესპანელებმა რბევა შესვენების შემდეგაც გააგრძელეს. მეოთხე გოლისას ტორესმა და ოიარსაბალმა როლები გაცვალეს.

მატჩის დასრულებამდე დრო კი იყო, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.

ჩვენივე ჯგუფში თურქეთმა ბულგარეთს მოუგო და ახლა სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: ესპანეთს 15 ქულა აქვს; თურქეთი 12 ქულით მეორეა; საქართველოს 3 ქულა აქვს და მესამეზეა; ბოლოზე უქულო ბულგარეთია.

მორიგი ტურის მატჩები 18 ნოემბერს გაიმართება. ჩვენ ბულგარელებს ვესტუმრებით, ხოლო ესპანეთი და თურქეთი ურთიერთობას ერთმანეთში გაარკვევენ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები