გამოგვიწერეთ

ნაკრები

ესტონეთი ფუტსალში დავჩაგრეთ

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ესტონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით აჯობა – 10:1.

გიორგი ღავთაძემ ოთხი გოლი გაიტანა; დუბლი ლევან სვანიძემ და ჯანიკო გიორგაიამ შეასრულეს; თითოჯერ თავი ჯანო კვარაცხელიამ და შოთა თოფურიამ გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 5:0 მოიგო.

ეს მატჩები ავთო ასათიანის გუნდისთვის ევრო 2026-ისთივს მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ევროპიპირველობა კი, 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები