გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ვაკოს მაგიური მატჩი

გააზიარეთ

ჩინეთის სუპერლიგის 23-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილმა შანდონ ტაიშანის მაისურით პოკერი შეასრულა დ საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ბეიჯინგ გუოანთან შეხვედრა ტაიშანელებისთვის იდეალურად წარიმართა და საბოლოოდ 6:0 დასრულდა. ყაზაიშვილმა მეტოქის კარი ოთხჯერ – მე-15, 22-ე, 43-ე და 71-ე წუთებზე აიღო, ხოლო 45-ე წუთზე მის მიერ გაკეთებული პასი გულერმე მადრუგამ დააგვირგვინა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეექვსე ტურში ახერხებს გოლის გატანას. ბოლო ექვს შეხვედრაში მას უკვე 11 გოლი დაუგროვდა: ჯერ ჰეთ-თრიქით გამოირჩა, შემდეგ ოთხი მატჩის განმავლობაში თითო-თითო ბურთი შეაგდო, ახლა კი კარიერაში იშვიათი პოკერიც შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილს 23 შეხვედრაში 19 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. ამ შედეგით ის სუპერლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

შანდონ ტაიშანიმ ამ გამარჯვებით 40 ქულას მოუყარა თავი და მეხუთე პოზიციაზეა.

შემდეგი ტური გუნდისთვის 12 სექტემბერს, შანხაი შენჰუასთან გასვლითი მატჩით გაგრძელდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები