გამოგვიწერეთ

ძიუდო

ვერცხლი და ბრინჯაო ზაგრებიდან

გააზიარეთ

ზაგრების გრან პრი დასრულდა და საქართველოს დელეგაციამ მედლები მხოლოდ ბოლო დღეს მოიპოვა.

ლუკა მაისურაძემ (90კგ) ფინალში იასპარეზა, სადაც ბულგარელ ივაილო ივანოვთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე მაისურაძემ გზიდან ოთხი მეტოქე ჩამოიცილა, აქედან სამი სუფთად დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა საბა ინანეიშვილმა (+100 კგ), რომლის მეტოქე აზერბაიჯანელი ჯამალ გამზატხანოვი იყო. ქართველმა ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ მეტოქე მტკივნეულზე დაიჭირა და ბრინჯაოს მედალი მოიიპოვა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძიუდო