გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი: ეს მატჩები ახლის დასაწყისი უნდა გახდეს

გააზიარეთ

15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2026 წლი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო საშინაო მატცს გამართავს და გულშემატკივრებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.

მანამდე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, იმაზე უკეთესი, ვიდრე სექტემნერში და ოქტომბერში იყო. ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რა გველის მომავალში, რა მიზნები უნდა დავისახოთ. ხაზი გავუსვი ფაქტს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი. ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეს ყვეალფერი. ამ კვირაში რადიკალურად განსხავებული ენერგია ვიგრძენი.

ტაბატაძის შესახებ: იურისთან პირადად ბევრი არ მისაუბრია, ვაცდი ადაპტაციას. მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდი, როცა იბერიაში თამაშობდა. ახლა ესპანეთში თამაშობს, თან კარგად და ქართველი გუშემატკივარი ნაკრებშიც იხილავს.

ესპანეთთან თამაშზე: ბოლო წლებში ესპანეთის წინააღმდეგ უკვე არაერთი მატჩი ჩავატარეთ და ახლაც ვფიქრობ, რომ ესპანეთს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს. შესაბამისად, ჩვენ ვერ გვექნება მათზე უკეთესად თამაშის ამბიცია. ჩვენი მიზანია, ბოლო მატჩისგან განსხვავებით, უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ. იქ, ესპანეთში შეიძლება უფრო ბევრი გოლი გაგვეშვა, მაგრამ ჩემთვის მთავარი პრობლემა იყო ენერგიიის ნაკლებობა. იმედი მაქვს, ხვალ უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ და გულშემატკივრებს დავუმტკიცებთ, რომ მეტად უფრო ამბიციურად შეგვიძლია თამაში ესპანეთის მსგავს გუნდებთან.

მოტივაციაზე: ცუდ თამაშს საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს გარკვეული ჩავარდნა ევროს მერე დაიწყო. ყველას დრო დაგვჭირდა მიწაზე დასაშვებად. უფრო გამოცდილი ფეხბურთელებისთვის ეს კარიერის მთავარი მიღწევა იყო, რამაც გაართულა იგივე ამბიციებით მოედანზე გასვლა. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ის არის, რომ გუნდში ამბიცია დავაბრუნოთ და ისეთი მოტივაციით ვითამაშოთ, როგორც ეს ევრომდე ხდებოდა.

დანაკლისზე: ჩვენ პატარა გუნდი ვართ, როცა რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს, მათი ჩანაცვლება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ და კარგი შევსება მივიღოთ. ესპანეთთან და ბულგარეთთნ ჩასატარებელი მატჩები რაღაც ახლის დასაწყსი უნდა გახდეს.

ქომაგებზე: გულშემატკივრებისა და გუნდის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს, არის კარგი და ცუდი მომენტები, მაგრამ ერთი გუნდი ვართ და სწორედ ასეთ რთულ დროს გვჭირდება მათი მხარდაჭერა. აქედან შევუთვლი – შევინარჩუნოთ ის ემოცია და განწყობა ტრიბუნებზე, რაც ჩვენს ქომაგებს ახასიათებთ.

ტრავმირებულებზე: მიქაუტაძის ტრავმა მძიმე არ არის და რამდენიმე კვირა დაისვენებს. აი, კაკაბაძეს აქილევსის ტრავმა აქვს და ბოლოდროინდელი ჩავარდნაც ამის ბრალი იყო. მას დრო დასჭირდება და ჩვენ ყველანაირად მივცემთ თავისუფლებას, რადგან გვინდა, სრულფასოვნად დაუბრუნდეს მინდორს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები