გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება

გააზიარეთ

18 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ბულგარეთთან მატჩით დაასრულებს. სოფიაში გასამართი თამაშის წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ვილი სანიოლი:

„გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი თამაშით დავასრულოთ. იგივე მიზანი აქვს ბულგარეთის ნაკრებსაც. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ორივეს ბევრი აქვს დასაკარგი.

ხვალ ოფიციალური, მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მიუხედავად მარცხისა, იგივე ამბიციით უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სამომავლოდ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვიყენებთ ბურთს.

მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მომდევნო ერთა ლიგისთვის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მარტსა და ივნისში ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ, მაგრამ ამ მატჩებს ოფიციალურად აღვიქვამ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ ოფიციალურ თამაშებს. თითოეულ შეხვედრას სრული სერიოზულობით და მაქსიმალური მოტივაციით უნდა მივუდგეთ.“

ბულგარეთი-საქართველოს მატჩი 18 ნოემბერს 23:45 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები