გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლი: მრჩება შეგრძნება, თითქოს რაღაცეები დაგვავიწყდა

გააზიარეთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თურქეთთან 1:4 დამარცხდა და მთავარ საფეხურთო ფორუმზე მოხვედრის შანსი დაკარგა. ჩვენმა გუნდმა ოქტომბრის სანაკრებო ფანჯარა საშინლად ჩაატარა. ორი სრულად უსახური ფეხბურთი და უშანსო მარცხები ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და გვახსოვდეს სად ვართ. ბოლო მატჩებში, მრჩება შეგრძნება, თითქოს რაღაცეები დაგვავიწყდა. მჯერა, საქართველოს ნაკრებს მომავალში შეუძლია წარმატებების მიღწევა, მაგრამ თუ მატჩებს სრული კონცენტრაციით არ მივუდგებით  არაფერი გამოვა. თურქეთი ჩვენზე წინაა და   ჩვენ  ბევრი სამუშაო გვაქვს.” -თქვა ვილი სანიოლმა

ტატო ნიკურაძე იზმითიდან 

 

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები