გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვინ არის ყველაზე ძვირი საქართველო VS თურქეთის თამაშში?

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრას „დინამო არენაზე“ გამართავს. პირველი დაპირისპირება 4 სექტემბერსაა დაგეგმილი, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს მიიღებს.

პირველი მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

Transfermarkt-ის შეფასებით, საქართველოს ნაკრების საერთო სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 200.65 მილიონ ევროს აღწევს, თურქეთის ეროვნული გუნდის კი – 314.2 მილიონ ევროს.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული 5 ფეხბურთელი:

ხვიჩა კვარაცხელია – 90 მლნ ევრო

გიორგი მამარდაშვილი – 30 მლნ ევრო

გიორგი მიქაუტაძე – 22 მლნ ევრო

ზურიკო დავითაშვილი – 10 მლნ ევრო

საბა გოგლიჩიძე – 8 მლნ ევრო

თურქეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული 5 ფეხბურთელი:

ქენან ილდიზი – 50 მლნ ევრო

არდა გულერი – 45 მლნ ევრო

ორკუნ კეკჩუ – 30 მლნ ევრო

ქერემ აქთურგოღლუ – 24 მლნ ევრო

ბარიშ ალპერ ილმაზი – 21 მლნ ევრო

ამრიგად, საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულება თურქეთისას ჩამოუვარდება, თუმცა მატჩში მთავარი მაინც მოედნის ბრძოლაა და 4 სექტემბერს ყველა გულშემატკივარი ელოდება, შეძლებს თუ არა საქართველოს ეროვნული გუნდი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტოქესთან დადებითი შედეგის მიღწევას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ნაკრები