გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

ვიტო კოლელიშვილი სადებიუტო მატჩებისთვის ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს 20 წლამდე ნაკრები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში 22 და 27 თებერვალს სამხრეთ აფრიკასთან საქართველოში ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

22 თებერვალს ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მოქმედ ჩემპიონებს რუსთავში დაუხვდებიან, ხოლო 27-ში – თბილისში.

ეს იქნება ვეტერანი ბორჯღალოსნის, ვიტო კოლელიშვილის სადებიუტო თამაშები 20 წლამდე ნაკრების მთავარი  მწვრთნელის პოსტზე.

„მიხარია, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ნდობა გამომიცხადა და 20 წლამდე ნაკრები ჩამაბარა. მაქვს მიზნები და სურვილი, საკუთარი გამოცდილება ახალგაზრდა მორაგბეებს გავუზიარო, რათა მათთან და საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებების მიღწევა შევძლო. საამისოდ, არც თავს და არც სხვებს დავზოგავ…

ახლა მაქვს ერთი, კონკრეტული მიზანი – გუნდთან ერთად მივაღწიო საუკეთესო შედეგს, რაც აქამდე საქართველოს მუნდიალებზე უჩვენებია და სწორედ ამისკენ სვლის ნაწილია სამხრეთ აფრიკასთან გასამართი ორი ტესტ-მატჩი. ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი პატივია, როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპონი სტუმრობს. ბედნიერი ვარ, რომ ეს საქართველოში ხდება. პირადად ჩემთვის დიდი  გამოწვევაა, რადგან 20 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, დებიუტი სწორედ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მექნება და ამისათვის სათანადოდ ვემზადებით“.

კოლელიშვილმა მომავალი ტესტ-მატჩებისთვის 39-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა შეარჩია. კოლელიშვილი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად იანვრიდან შეუდგა, მაგრამ სელექციის პროცესში ჩართული ოთხი თვის განმავლობაში აქტიურად იყო.

„სექტემბრიდან საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული, რათა სასელექციო პროცესი არ ჩავარდნილიყო და დრო არ  დაგვეკარგა. პირველ ეტაპზე გვქონდა ვარჯიშები როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, რომელიც ასევე მოიცავდა სამხრეთ აფრიკულ გუნდ კუდუსთან თამაშებს. ამ პერიოდში ვეცადეთ, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გვენახა და აქცენტი ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეებზე კეთდებოდა…

ეს ეტაპი დეკემბრის ბოლოს დასრულდა. 25-28 დეკემბერს, უკვე საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებთან ერთად, გვქონდა დასკვნითი შეკრება, სადაც შეირჩა 50 კანდიდატი, რომელთაც წარედგინა ჩვენი ხედვები და მოსამზადებელი პროგრამა…

იანვრიდან დაიწყო მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებში შერჩეული 50 მოთამაშე აგრძელებს მზადებას ინდივიდუალური პროგრამით, რასაც ემატება განვითარების ვარჯიშები ადგილობრივი მოთამაშეებისთვის კვირაში ორჯერ. სწორედ ამ მეორე სასელექციო ეტაპის ნაწილია სამხრეთ აფრიკასთან გასამართი ორი შეხვედრა. ამის შემდეგ მოთამაშეთა დიდი ნაწილი ძლიერ მეტოქესთან, საქმეში გვეყლება ნანახი და  დავიწყებთ მზადებას უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომლის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ექნება დაგეგმილ ტურნირსა და თამაშებს…

გაფართოებულ შემადგენლობაში გვყავს მოთამაშეები, რომელთაც აქამდე საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება არ აქვთ და ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. გუნდში ხვდება ის, ვინც მოცემული მომენტისთვს საუკეთესო ფორმაშია და არ აქვს მნიშვნელობა გავლილი აქვს თუ არა მას ახალგაზრდული ნაკრების ეტაპები. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, სათამაშო კვირაში გავიაროთ კარგი მომზადება და სწორად და ნაყოფიერად გადავიტანოთ მოედანზე ის, რასაც ვარჯშებზე გავივლით. მოთამაშეებმა  მსოფლიოს ჩემპიონთან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენონ და თუ მონახაზს ზუსტად შევასრულებთ, დარწმუნებული ვარ სამხრეთ აფრკას ჩვენთან იოლი თამაშები არ ექნება“.

საქართველოს 20 წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: გიორგი ტურაშვილი (კასტრი), აჩი ნოზაძე (აჟენი), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), ანრი შველიძე (ბრივი), დავით არჩვაძე (ლელო), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), ნიკა კოროხაშვილი (ოიონა), ლუკა გოგილაშვილი (ხვამლი), დავით ხურციძე (ლელო); ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე), თორნიკე ტორაძე (აია), საბა მღვდელაძე (კარკასონი), გიორგი მეფარიშვილი (აია), ანდრია ბილანიშვილი (ლელო); ლუკა გაბუნია (ყაზბეგი), ზაზა ლეჟავა (ფოთი), ლუკა საღინაძე (ლიონი), გიორგი ფირცხალაიშვილი (ლელო), ლუკა ნარსია (აია), ლუკა შულაია (ლელო), გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი);

ხაზი: გოგა უშვერიძე (აია), დაჩი წიკლაური (ხვამლი), თემურ ძოძუაშვილი (აია), გიგი სირბილაძე (ოიონა), ლუკა დემურაშვილი (ლოკომოტივი); დავით ბარბაქაძე (ლიონი), დავით არავიაშვილი (ვეფხვები), გიორგი მუშკუდიანი (აია), ცოტნე ცუცქირიძე (ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო); ლუკა ტაბატაძე (არმია), გივი სოსელია (ხვამლი), საბა ნატროშვილი (არმია), საბა შარვაშიძე (არმია), ნიკა ხალვაში (ლელო), დათა არობელიძე (არმია), გიგა ყიფშიძე (ხვამლი).

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ინტერვიუ