გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ზედიზედ მეორედ თუ ისტორიაში მეორედ

გააზიარეთ

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია!

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინა მოქმედ ევროპის ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდება.

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონობას მიჯრით მეორედ შეეცდება. ესპანეთი კი მსოფლიოს ჩემპიონობას თავისი ქვეყნის  ისტორიაში მეორედ უმიზნებს. ორივე ნაკრები ფინალამდე დაუმარცხებელი მივიდა.

არგენტინა და ესპანეთი აქამდე ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ. ორივე გუნდმა მეტოქე ექვსჯერ დაამარცხა, ორი მატჩი კი, ფრედ დასრულდა.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე ესპანეთს და არგენტინას ერთმანეთში არასდროს უთამაშიათ. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 2018 წელს შედგა – მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ესპანეთმა არგენტინა 6:1 გაანადგურა.

ესპანეთს მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე ცოტა, მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული. გატანილი გოლების მხრივ კი, არგენტინას (19) საფრანგეთის (20) შემდეგ მეორე შედეგი აქვს. არგენტინაში რვა გოლი ლეგენდარულ ლიონელ მესის ანგარიშზე მოდის.

ეს მეორე შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთენოვანი ქვეყნის გუნდები გავიდნენ მოგეხსენებათ, არგენტინა და ესპანეთი ორივე ესპანურ ენაზე საუბრობს. პირველად ასეთი რამ 1930 წლის ურუგვაი-არგენტინას  ფინალში იყო.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები