გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თასის მერვედფინალები ლოგიკურად დასრულდა

გააზიარეთ

დასრულდა საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური რაუნდი, რომელიც ნაკლებად დაძაბული გამოდგა.

მარგვეთმა ა ლიგელი ვინგსი ორი მატჩის ჯამში 72 ქულით დაამარცხა; ბათუმმა გურჯაანის დელტას 34 ქულით აჯობა; ყველაზე თანაბარი რაში-ორბის წყვილი იყო, მაგრამ დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა რაშმა ორივე მატჩში აჯობა მეტოქეს; ქუთაისმა სტუმრად 23 ქულით აჯობა ახალციხეს, საპასუხოში კი დაისვენა და მხოლოდ რვა აკმარა; დაისვენა თსუ-მაც, რომელიც ა ლიგის გუნდ ლიბერთის ხვდებოდა. უნივერსიტეტელებმა პირველი მატჩი 20 ქულით მოიგეს, მეორე კი ფრე ეთამაშნენ.

ა ლიგიდან ყველაზე კარგად კასპის გრიფინი გამოვიდა, რომელმაც სერიის პირველი მატჩი სუპერლიგის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, კსუ-კავკასიას მოუგო, მაგრამ მეორე 39 ქულით წააგო და საგზური მეტოქეს დაუთმო.

ყველაზე დაძაბული სუპერლიგის გუნდების – რუსთავისა და გორის ივერიონის დაპირისპირება გამოდგა. პირველ მატჩში გორელებმა რუსთავში ორი ქულით იმარჯვეს. საპასუხო შეხვედრაში კი რუსთაველებმა 11 ქულით მოიგეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

ბოლო წყვილზეც ვთქვათ, რომელშიც არც ბრძოლა იყო და არც ერთი გუნდისგან მეორეს დაჩაგვრა. ვსა-მ პირველი მატჩი ა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ ბურჯს თელავში 10 ქულით მოუგო, თბილისში კი შვიდით იმარჯვა და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: კსუ-თსუ; რუსთავი-ვსა; რაში-მარგვეთი; ბათუმი-ქუთაისი; პირველი მატჩები 3 და 4 თებერვალს გაიმართება.

მეოთხედფინალიდან საუკეთესოები ოთხთა ფინალში გადაინაცვლებენ, სადაც სერია აღარ იქნება და ერთმატჩიანი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი