გამოგვიწერეთ

ძიუდო

თბილისის გრანდ სლემი ორი ოქროს მედლით დავხურეთ

გააზიარეთ

თბილისში დასრულდა ძიუდოს გრანდ სლემი. დასკვნითი დღე ქართული დელეგაციისთვის გაცილებით ხვავრიელი გამოდგა. ჩვენებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი აიღეს.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქრო ლუკა მაისურაძემ ირგუნა. ჩვენებურმა ჯერ ლიეტუველი აუგუსტას სრატერისი დაამარცხა, შემდეგ სერბ მილან რადულს აჯობა, მეოთედფინალში გერმანელი იარნე დიუკს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში – უზბეკ ნურბეკ მურტოზოევი.

მაისურაძის ფინალში კიდევ სერბი, ნემანია მაიდოვი დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა.

ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ლუკა ჯავახიშვილი და აკაკი ჯაფარიძე შეხვდნენ. ბრინჯაოს მედალი ჯავახიშვილს ერგო.

მძიმე წონაში კარგად იასპარეზა ირაკლი დემეტრაშვილმა. გჟეგოჟ ტერესინსკი, კვიპროსელი იანის ანტონინუ და ნიდერლანდელი იორს სპაიკერსი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის დემეტრაშვილი გერმანელ ლოსენი კონეს იპონით აჯობა და საქართველოს დელეგაციას მეორე ოქრო შესძინა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლებისთვის საბა ინანეიშვილმა რუსი არტიომ ზალატუხინი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ბრინჯაოს მედლები თორნიკე გიგაურმა (66) და გიორგი ლოლაძემ (73) მოუტანეს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ძიუდო