გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

თბილისის დინამომ ფლეი ოფი ბელარუსებს გაატანა

გააზიარეთ

თბილისის დინამოს 19 წლამდე გუნდმა UEFA-ს ახალგაზრდული ლიგაში ორბურთიანი უპირატესობა ქარს გაატანა, ხოლო ფლეი ოფში თამაშის უფლება მინსკის დინამოს.

პირველი მატჩი, რომელიც დინამო არენაზე გაიმართა, მაგრამ სტუმრად თბილისური გუნდი ითვლებიდა, 2:0 მოიგეს. საპასუხო მატჩის დასაწყისშიც ჩვენი დინამო უკეთ გამოიყურებოდა და თითქოს ფლეი ოფში გასვლას წინ არაფერი ედგა, მაგრამ დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

მართალია ბელარუსებმა 51-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანეს (მეკარე ჩოჩოშვილმა აუღო), მაგრამ ხუთ წუთში პენალტის გამცუდებელმა ვოსკობინიკოვმა მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა, 68-ე წუთზე კი ჟეჩკომ მეორეც გაიტანა და საერთო ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მინსკელების მეკარემ ორი დარტყმა მოიგერია და სტუმრებმა 4:2 გაიმარჯვეს. თბილისის დინამომ კი, ძირითად ეტაპზე გასვლის შესანიშნავი და ისტორიული შანსი ვერ გამოიყენა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები