გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ნახევარი მილიონი – ეკიტიკე სამაგალითოდ დასაჯეს

გააზიარეთ

ლივერპულმა კარაბაო თასის 1/16 ფინალში საუთჰემპტონი დრამატულ ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა. ქართველ გულშემატკივარს ეს მატჩი, პირველ რიგში, გიორგი მამარდაშვილის დებიუტის გამო ემახსოვრება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი უგო ეკიტიკეს გამარჯვების გოლი და წითელი ბარათია.

საქმე ისაა, რომ ეკიტიკემ, რომელსაც ყვითელი ბარათი ისედაც ჰქონდა, გოლის გატანის შემდეგ მაისური გაიხადა და მეორე გაფრთხილება მიიღო. ეს საქციელი საჯაროდ გააკრიტიკა არნე სლოტმაც.

დეილი მეილი იტყობინება, რომ ლივერპული ეკიტიკეს სულელური ქმედების გამო მის სამაგალითო დასჯას აპირებს. კერძოდ, საუბარია მისი ორი კვირის ხელფასის დაქვითვაზე, რაც საკმაოდ მსუყე თანხა, 400 000 გირვანქა სტერლინგია.

ეკიტიკე დისკვალიფიკაციის გამო პრემიერ ლიგის შემდეგ ტურს გამოტოვებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები