გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

თორნიკე კვარაცხელია: დაუვიწყარი ემოციები მივიღე

გააზიარეთ

ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას, 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას. თორნიკე თბილისის დინამოსა და იბერია (2:0) მატჩისას მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა. სხვათა შორის, ხვიჩასაც 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი: ისიც დინამოს მაისურით, ისიც 18 ნომრით. 2017 წლის 29 სექტემბერს ფოთის კოლხეთთან (1:1).

თორნიკე კვარაცხელია:

„ძალიან კარგი შეგრძნება იყო ამ ისტორიულ გუნდში პროფესიული დებიუტი. ჩემთვის დაუვიწყარი ემოციები მივიღე და მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია“.

დინამოს მომდევნო მატჩი 20 მაისს, გორის დილასთან უწევს და თორნიკეს მოედანზე იმ მატჩშიც ველოდებით…

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი