გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თორნიკე შენგელია თბილისში 15 ქულით მოდის

გააზიარეთ

ევროლიგის მე-13 ტურში ბარსელონამ ლიონ-ვილერბანი 88:78 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამაც შეიტანა. ჩვენებური მატჩის შემდეგ აეროპორტში წავა და საქართველოში გამოემგზავრება, რათა უკვე დღეს ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმაროს.

ვილერბანთა შენგელიამ პარკეტზე 21 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან ხუთი ორქულიანი და ხუთიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 12 გამოდგა.

ბარსელონა რვა მოგებით და ხუთი მარცხით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ცრვენა ზვეზდას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი