გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თსუ საქართველოს თასის გამარჯვებულია

გააზიარეთ

კალათბურთში საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია. სტუდენტები ფინალში ზესტაფონის მარგვეთს დაუპირისპირდნენ და 83:70 დაამარცხეს.

ფინალის პირველი მეოთხედი თანაბარი გამოდგა. მეორე მეოთხედიდან კი, თსუ-მ უპირატესობა ხელთ იგდო და მატჩის დასრულებამდე მეთოდურად ზრდიდა. დიდი შესვენების დროს სტუდენტები შვიდი ქულით იგებდნენ, რასაც ქულა მესამე პერიოდში წაამატეს, ხოლო მატჩის ბოლოს სხვაობა უკვე სოლიდური იყო და დასკვნითი ნაწილი გუნდებმა ინნერციით ჩაამთავრეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ფევაძე გახდა, ვინაც 15 ქულა და 15 მოხსნა მოინაგრა.

გეტყვით, რომ ოთხთა ფინალის ნახევარფინალში მარგვეთმა ქუთაისი (88:85) დაამარცხა, ხოლო თსუ-მ თელავს (86:76) აჯობა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი