გამოგვიწერეთ

ძიუდო

თუშიშვილი ოქროსთვის იჭიდავებს

გააზიარეთ

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ორი მედლის მოპოვების შანსი აქვს. აქედან ერთი გარანტირებულია.

ჩვენი ნაკრების კაპიტანი გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში იჭიდავებს. თუშიმ ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა. თუშიშვილი ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

ილია სულამანიძემ (100) სტარტზე ბრიტანელი ოლივერ ბარეტი და რუმინელი ალექსანდრუ შიბიშანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, რუს ნიაზ ბილალოვთან წააგო. ილიამ რეპეშაჟში შვეიცარიელი დანიელ ეშს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ზელიმხან კოცოევს დაეჭიდება.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ძიუდო