გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იაია ტურე: ბართიშვილი გამორჩეული ტალანტია

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩისთვის საქართველოს ბრატისლავის სლოვანი ესტუმრა, რათა ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონ იბერიასთან გაარკვიოს.

სლოვანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – იაია ტურე, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს ბარსელონადან და მანჩესტერ სისტიდან უნდა ახსოვდეს.

ტურემ მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იაია ტურე:

„იბერია ძალიან კარგი გუნდია. საინტერესო თამაში გველის. მოლოდინი კარგი გვაქვს. კრისტიან მარტინესმა ბოლოს 27 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე პანამის ნაკრებთან ერთად ითამაშა და ჩვენთან შეკრება არ გაუვლია. თუმცა, ოფიციალური დებიუტისთვის მზად ვართ. იმედი მაქვს, დებიუტი ჩემთვისაც წარმატებულად ჩაივლის…

ბართიშვილი? ანდრია გამორჩეული ტალანტია. იბერია კარგი გუნდია, მათ ფლორას მოუგეს და კარგ მატჩს ველით. ვეცდებით, რომ ხვალ კარგი შედეგი დავაფიქსიროთ…

შანსები? ყველა მატჩი განსხვავებულია, შემდეგ კვირას სულ სხვა თამაში იქნება. იბერიას პატივს ვცემთ, მაგრამ ბრატისლავაშიც შევხვდებით“.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები