გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერია კონფერენს ლიგის მეტოქეებს მარიამობას გაარკვევს

გააზიარეთ

ევროპის ლიგის ფლეი ოფში იბერია 1999 პოლონურ იაგელონიასთან საშინაო მატჩშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს. ეს ამბავი პირველი მატჩის შემდეგაც გადაწყვეტილი ჩანდა, რადგან პოლონელებს 4:0 ჰქონდათ მოგებული და თბილისში მშვიდად ჩამოვიდნენ, სადაც 2:1 იმარჯვეს.

მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც გიორგი ქობულაძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. ხესუს იმაზიმ პენალტით საქართველოს დედაქალაქშიც გაიტანა და სტუმრები დაწინაურდნენ; მალევე ზვიად ნაჭყებიამ ლამაზი გოლით უპასუხა; მეორე ტაიმში კი, ანდერს კლინგემ მეორე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ, იბერია ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდა და კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე გადაინაცვლებს, რომლის წილისყრაც 28 აგვისტოს გაიმართება.

კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე ექვსი ტურია. იბერია სამ მატჩს შინ ითამაშებს, სამსაც – სტუმრად.

შეგახსენებთ, ქართული გუნდი ევროტურნირების ჯგუფში 22-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები