გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერიას ფლორა და ახალი მწვრთნელი ერგო

გააზიარეთ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს სახელს იბერია 1999 დაიცავს.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიას მეტოქედ ესტონეთის ჩემპიონი ტალინის ფლორა ერგო. პირველი მატჩი 7 ან 8 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 15 ან 16 ივლისს. ქართული გუნდი პირველად სტუმრად ითამაშებს.

გეტყვით რომ იბერიას ხელმძღვანელობამ ზედ ევროტურნირებს წინ მთავარი მწვრთნელი გუგა ნერგაძე გაათავისუფლა. გავრცელებული ხმებით მის ნაცვლად ანდრეი დემჩენკო დაინიშნება.

დემჩენკოს აქამდე ორ ქართულ გუნდში უმუშავია – გორის დილასა და დინამო ბათუმში.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები