გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

იბერია 1999-მა გორის დილა განადგურა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 21-ე ტურში იბერია 1999-მა უშუალო კონკურენტი გორის დილა 6:0 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა.

ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა – გიორგი ტაბატაძის დარტყმული ზუსტი გამოდგა. 41-ე წუთზე უკვე გიზი მამაგეიშვილმა მეორე ბურთი შეაგდო, ამჯერად სწორედ ტაბატაძის პასით.

ტაიმის ბოლოს დილას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – 45-ე წუთზე პედრო მენედეში უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, რაც გორელებისთვის ნამდვილ დარტყმად იქცა.

მეორე ნახევარში უკვე სრულად იბერიას დომინაცია შეინიშნებოდა. 50-ე წუთზე ისევ ტაბატაძემ გაიტანა, დუბლი გაიფორმა და უპირატესობა სამამდე გაზარდა. 55-ე წუთზე ამჯერად იური ტაბატაძემ შეაგდო და ანგარიში 4:0 გახდა.

67-ე წუთზე დილას კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა – ანდრონიკაშვილი მეორე ყვითელი ბარათის შემდეგ მოედნიდან გააძევეს და გორელები უკვე ცხრა კაცით დარჩნენ. ერთი წუთის შემდეგ იური ტაბატაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 5:0 გახდა.

მატჩის ბოლო წუთებში იბერია მაინც არ შეჩერებულა. 85-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა საბოლოო წერტილი დასვა და მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით – 6:0 დასრულდა.

ამ გამარჯვებით იბერია 48 ქულას აგროვებს და სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს. გორის დილა კი 44 ქულით მეორე ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი