
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
27 მაისს, მიხეილ მესხი 2-ზე შეკრების მეორე ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი მიქაუტაძე რომ გუნდს გამოაკლდა, ეს უკვე იცით, მის ნაცვლად კი, მთავარ მწვრთნელს არავინ მიუწვევია. ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ლიგა 1-ის ფლეი ოფის შემდეგ შეუერთდებიან. დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი კი, ეროვნული ლიგის მატჩებს გამართავენ და სავარჯიშო პროცესში შემდეგ ჩაერთვებიან.
მოახლოებული მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის და იტალიური ფროზინონეს შემტევმა, გიორგი კვერნაძემ ისაუბრა.
გიორგი კვერნაძე:
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი.
რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს.
ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ნაკრებშიც გავაგრძელო“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ);
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);
თავდასხმა: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).
შეგახსენებთ, 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს; 5 ივნისს კი, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება.
ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 13 საათის agoირის ანტმანი მომავალში გამართლების იმედად არის
გააზიარეთსაქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიანი შეხვედრა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 14 საათის agoქარი ქაფის ჩემპიონმა შავი ლომი პირწმინდად დაჯაბნა
გააზიარეთქარი ქაფის მოქმედმა ჩემპიონმა, სუზუკი გრიქასმა, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე მატჩში, შავი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoშენგელიამ შერმადინის გარეშე მოთამაშე ტენერიფეს აჯობა
გააზიარეთACB ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ საკუთარ მოედანზე გიორგი შერმადინის ტენერიფე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი