საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-ის პირველ მატჩს 21 იანვარს, რიგაში გამართავს. პირველ მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ არენა რიგას დარბაზში ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და გუნდის კაპიტანმა ირაკლი თოდუამ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ავთანდილ ასათიანი:
„დადგა ის მომენტი, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამხანაგურ თუ შესარჩევ მატჩებში ყველაფერს ვაკეთებდით. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. პირველი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლატვიის ნაკრები ბოლო წლებში ძალიან პროგრესირებს და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს“.
ირაკლი თოდუა:
„შესანიშნავი გარემოა. ევროპის ჩემპიონატს ფიზიკურად და მენტალურად სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ და წარმატებით დავიწყოთ ტურნირი. ქართული სული ქვია იმ ყველაფერს, რაც ამ გზის თანმდევია, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ვეცდებით, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებული სვლა და ჯგუფიდან გავიდეთ”.
შეგახსენებთ, ლატვია-საქართველოს მატჩი 21 იანვარს, 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ);
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე, საბა ტყეშელაშვილი, ჯანიკო გიორგაია (ყველა კსუ), ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, შოთა თოფურია (ყველა ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი).
ჯგუფური ეტაპის კალენდარი
21 იანვარი: ლატვია-საქართველო;
25 იანვარი: ხორვატია-საქართველო;
28 იანვარი: საქართველო-საფრანგეთი.