გამოგვიწერეთ

ქალთა ფეხბურთი

ირის ანტმანი: დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი გვჭირდება

გააზიარეთ

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მცირე შეკრება გაიარა, რომლის ფარგლებში მოლდოვას ამხანაგურად ორჯერ გაეჯიბრა.

ირის ანტმანის შეგირდებმა პირველი მატჩი 0:0 ითამაშეს, ხოლო მეორეში 3:0 იმარჯვეს. დუბლი ნათია დანელიამ შეასრულა, ხოლო ერთი გოლი თინათინ ამბალიას ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 2026 წლის თებერვალში დაიწყებს. მანამდე ჩვენი გუნდი მეტოქეებს გაარკვევს – წილისყრა 4 ნოემბერს გაიმართება.

შეკრებისა და მომავლის პერსპეტივაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი საუბრობს.

„შეკრებას დადებითად შევაფასებდი, რადგან ორი ძალიან ნაყოფიერი მატჩი ჩავატარეთ. მართალია, პირველ მატჩში ვერ გავიტანეთ, მაგრამ კარგი თამაში გვქონდა. ახალი გუნდი გვყავს, რომელიც ახალი სისტემით თამაშობს და ამის შეგუებას დრო სჭირდება. ვფიქრობ, მეორე მატჩში ფეხბურთელებს უფრო ესმოდათ, რა უნდა გაეკეთებინათ მოედადნზე. მეტოქემ მეორე მატჩი სხვანაირი ტაქტიკით ითამაშა, მაგრამ ბევრი შანსი მოგვეცა დად მიხარია, რომ გოლები გავიტანეთ. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ გოლი არ გავუშვით და ეს ძალიან კარგია. ეს უნდა შევინარჩუნოთ და დაცვაში კარგი თამაშის პარალელურად, მოწინააღმდეგეს პრობლემები შეტევაშიც უნდა შევუქმნათ. ძალიან კარგი შემტევები გვყავს. მთავარია, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი გვქონდეს.

ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. მართალია, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად არ გვითამაშია, მაგრამ გუნდს უკვე ეტყობა, რომ კონკურენცია გაიზარდა, ფეხბურთელებს მოედანზე მეტი დროის გატარება სურთ დად ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ეს ფეხბურთის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მეტი თავდაჯერებისთვის კი მოგება გვჭირდებოდა. ვიმედოვნებ, ეს მომდევნო შეკრებებზეც გაგრძელდება. 4 ნოემბერს წილისყრა გვაქვს და იმედია კარგ ჯგუფში მოვხვდებით და, შესაძლოა, გავიმეორეთ ის შედეგი, როდესაც ფლეი ოფში მოვხვდით“, – თქვა ებრაელმა სპეციალისტმა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ქალთა ფეხბურთი