გამოგვიწერეთ

ნაკრები

ირის ანტმანი: ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა

გააზიარეთ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს.

ირის ანტმანის გუნდი საბერძნეთის წინააღმდეგ 3 მარტს გასამართი მატჩისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე ემზადება. თავდაპირველ შემადგენლობაში ცვლილებაა – ტრავმირებული ანი აკობიძის ნაცვლად, გუნდს ანანო წიქარიძე შეუერთდა.

მოახლოვებული მატჩის წინ კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

ირის ანტმანი:

„ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები მაქსიმალურად მოვამზადოთ, რათა ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში შეხვდნენ. ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ კომპონენტებზე. ვიცით, რომ საბერძნეთთან შეხვედრაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ტაქტიკურ დისციპლინას ექნება. საბერძნეთის ნაკრებში საზღვარგარეთ მოთამაშე გამოცდილი ფეხბურთელებია და ძლიერი გუნდია. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ წარმატებას ერთხელ უკვე მივაღწიეთ და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეგვიძლია. მზადება იანვარში დავიწყეთ და ფეხბურთის ფედერაციამ ამ შეკრების ორგანიზებისთვის ყველაფერი გააკეთა. გუნდების უმრავლესობამ ვარჯიში თებერვალში განაახლა, ამიტომ, ნაკრების ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მზადების ადრე დაწყება“.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 3 მარტს, ჰერაკლიონში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (კოლხეთი ხ);

დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), ნატა კვირკვაია (ვერა), სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე (ყველა ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი, ანი აკობიძე (ორივე ნიკე-ლუსო), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ნათელა წოწერია (ბათუმი);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ტატა მატვეევა, ლიზი მწყერაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, ეთერ სულაშვილი, ანანო წიქარიძე (ყველა ლანჩხუთი), კესო მეტონიძე, ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (სპარტა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ნათია ჯოჯუა (დინამო ს).

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები