გამოგვიწერეთ

ნაკრები

ირის ანტმანი შეკრებაზე 24 ფეხბურთელით შევიდა

გააზიარეთ

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეკრება 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და ებრაელი სპეციალისტის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფში საბერძნეთისა და ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდებთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს კი, 3 მარტს, სტუმრად ელადელებთან ითამაშებს, ხოლო ფარერებს 18 მარტს ესტუმრება. საპასუხოდ, ორივე გუნდს 5 და 9 ივნისს უმასპინძლებს.

წლის პირველ შეკრებაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ლიკა ცუხურკაიძე (კვარტალი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო);

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, სოფიკო ნარსია, ელენე ბოლქვაძე, ანი იაკობიძე (ყველა ნიკე-ლუსო), ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე (ორივე ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ნატა კვირკვაია (ელიტა);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ტატა მატვეევა, ლიზი მწყერაშვილი, ანასტასია ბოლქვაძე, ანანო წიქარიძე, ნინო ბუხრიკიძე (ყველა ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (სპარტა, ჩეხეთი), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი), ლიზი კაკულია, ნათია ჯოჯუა (ორივე დინამო სოხუმი).

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ნაკრები