გამოგვიწერეთ

ქალთა ფეხბურთი

ირის ანტმანი წილისყრით კმაყოფილია

გააზიარეთ

UEFA-ს შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2027 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები საკვალიფიაკციო ეტაპზე C ლიგაში იასპარეზებს. ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი მეოთხე ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები საბერძნეთისა და ფარერის კუნძულების ნაკრებები იქნებიან.

C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი ფლეი ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ასევე 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.

საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის 3-7 მარტს, 14-18 აპრილს და 5-9 ივნისს გაიმართება.

ირის ანტმანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. პირველად ვართ ჯგუფში, სადაც მხოლოდ სამი გუნდია. მეტოქეებს კარგად ვიცნობ. როგორც ადრე, ეს საკვალიფიკაციო ეტაპიც გამოწვევა იქნება ჩვენთვის. ჩვენი ლიგა მარტის შუა რიცხვებში დაიწყება, ამიტომ, დამატებითი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ შესარჩევის სტარტს“.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ქალთა ფეხბურთი