გამოგვიწერეთ

ნაკრები

ისრაელს ვუმასპინძლებთ, ლიეტუვას ვესტუმრებით

გააზიარეთ

2026 წელს საქართველოს ეროვნული გუნდი ორი ამხანაგური მატჩით დაიწყებს.

სანაკრებო პაუზის ფარგლებში 26 მარტს, თბილისში, ისრაელს ვუმასპინძლებთ.

შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი კაუნასში გაფრინდება და ლიეტუვის ნაკრებს გაეჯიბრება.

მარტის ამხანაგური მატჩები 2026-27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია., რომელიც სექტემბერში დაიწყება.

შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი UEFA-ს ერთა ლიგის B ლიგაში იასპარეზებს. მეტოქეთა ვინაობა 12 თებერვალს, ბრიუსელში დაგეგმილ წილისყრაზე გაირკვევა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები