გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ისტორია დაიწერა – მედალი ზამთრის ოლიმპიადაზე

გააზიარეთ

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ისტორიული მედალი მოიპოვა. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტი ფიგურულ ციგურაობის სპორტულ წყვილებში მეორე ადგილზე გავიდნენ. აქამდე საქართველოს არც საბჭოეთის დროს და არც დამოუკიდებლობის პერიოდში ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი არ აეღო.

ჩვენები მოკლე პროგრამის შემდეგაც მეორე ადგილზე იყვნენ, მაგრამ ყველაფერი თავისუფალ პროგრამას უნდა გადაეწყვიტა, სადაც მცირე ხარვეზებით, მაგრამ დამაჯერებლად ისრიალეს. მეტელკინა/ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 146.29 ქულა დაიმსახურეს, ჯამში კი, 221.75 მოუგროვდა, რაც მეორე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენებმა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე მყოფ გერმანულ წყვილს კი გაუსწრო, მაგრამ იაპონურ დუეტს ჩამორჩა.

მიურასა და კიჰარას წყვილი კი შეუდარებელი იყო. აზიელები მოკლე პროგრამის შემდეგ მხოლოდ მეხუთე ადგილზე იყვნენ, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და ოლიმპიური ჩემპიონებიც დამსახურებულად გახდნენ.

ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრია დარჩენილი, სადაც ჩვენი სახელით ანასტასია გუბანოვა გამოვა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები