გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

იტალიური მედია: ახალი კვარა ორბიტაზე

გააზიარეთ

იტალიური მედია კავარცხელიაზე ისევ ალაპარაკდა. თუმცა, არა ხვიჩაზე, არამედ –თორნიკეზე.

თორნიკე კვარაცხელია კი, ხვიჩას უმცროსი ძმაა, თბილისის დინამოსა და საქართველოს 17 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი.

აი, რას წერს იტალიური მედია:

„2022 წლის ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია პლანეტა სერია A-ზე უცხოპლანეტელივით გამოჩნდა. ქართველის ტალანტმა და თამაშმა ნაპოლის გულშემატკივრები მოაჯადოვა და სკუდეტოს მოგებით გააბედნიერა. ამის შემდეგ კვარაცხელიას ხსენება და სერია A-ს გუნდთან დაკავშირება დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ იტალიური კლუბის ორბიტაზე კიდევ ერთი „კვარა“ იმყოფება. თუმცა, ამჯერად, ეს კლუბი არა ნაპოლი, არამდე ინტერია. ამ ისტორიის მთავარი გმირი, „ახალი კვარა“ კი, ხვიჩას ძმაა.

მას თორნიკე ჰქვია და 16 წელი 7 თებერვალს შეუსრულდა. როგორც მოედანზე პოზიციით, ისე თამაშის სტილით, უფროს ძმას ძალიან ჰგავს. გარემარბი, რომელსაც უყვარს შეტევის მარცხენა ფრთაზე დაწყება და შემდეგ ცენტრისკენ ისე შეწევა, როგორც ეს კვარაცხელიების ოჯახის გაცილებით ცნობილ წარმომადგენელს სჩვევია და სერია A-ში უკვე გვინახავს. უფროსი ძმის მსგავსად, თორნიკეც კარგად თამაშობს ორივე ფეხით და მსგავსი სიმსუბუქით მოქმედებს.

ნაადრევია იმაზე საუბარი, გაუტოლდება თუ არა თამაშითა და მიღწევებით თორნიკე ცხრა წლით უფროს ძმას, მაგრამ მისი ნიჭის შესაფასებლად რამდენიმე ვიდეორგოლის ნახვაც საკმარისია. თორნიკე საქართველოში არსებულ ინტერის აკადემიაში ვარჯიშობდა. იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთში სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობათ ახალგაზრდებს, კვარაცხელიას გვარი კი ყველასთვის ცნობილია. უნდა ვივარაუდოთ, რომ „ნერაძური“ მისი იტალიაში მიწვევის შანსს ხელიდან არ გაუშვებს“.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები